რატომ იმოქმედა დადებითად ფაროსანას შემოსევამ, თხილის გადაყრამ, სიმინდის მოსავლის უქონლობამ, განადგურებულმა ციტრუსმა, მოსალოდნელმა შიმშილობამ ხელისუფლების რეიტინგზე?

archevndeni21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც ყველაზე კონტროლირებადი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმ ფაქტებზე, რომლებსაც სტატიაში წაიკითხავთ, რაღა თქმა უნდა, რედაქციის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზეა საუბარი. 21 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დილის 8:00 საათზე 38 უბანი გაიხსნა შეფერხების გარეშე, ამომრჩეველთა აქტივობამ დღის ბოლოს ანუ 20:00 საათზე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი 58,31% შეადგინა. სულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 29 373 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 17 128 ადამიანმა თავისი პოზიცია საარჩევნო ბიულეტენთან დააფიქსირა. მართალია ამომრჩევლის საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, თუმცა წინა თვითმმართველობის არჩევნებზე 1014-ით მეტი, ანუ 18 142 ამომრჩეველი გამოცხადდა. რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესებს, შეგვიძლია დავესესხოთ ოპოზიციურ პარტიებს და თამამად ვუწოდოთ ,,სპეცოპერაცია“. რედაქციაში დილიდანვე შემოდიოდა ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ სახელისუფლებო პარტიის მხრიდან მიმდინარეობდა ტოტალური კონტროლი, თვალთვალი და დაშინება. მართლაც, ადგილზე მისულებს თითქმის ყველგან გვხვდებოდნენ ,,ოცნების“ მაჟორიტარები და მათი მხარდამჭერები, ისინი საარჩევნო უბნის სიახლოვეს მოძრაობდნენ და აკონტროლებდნენ მისულ ამომრჩევლებს, ასევე ,,კარგად“ მუშაობდნენ მათი კოორდინატორები, მოურიდებლად აფრიალებდნენ სიებს და რეკავდნენ ,,დაგვიანებულ“ ხალხთან, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ითვლიდნენ ოპოზიციის მხარდამჭერებს, ერთმანეთს მოუწოდებდნენ მეტი აქტიურობისკენ. კულტურის ცენტრის დირექტორი ადელინა კილაძე, მისი მეუღლე თამაზ ცინცაძე და სხვადასხვა სამსახურის უფროსები სიტუაციის კონტროლს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, კოორდინატორებთან აქტიურად განიხილავდნენ მოსული და

ვრცლად: რატომ იმოქმედა დადებითად ფაროსანას შემოსევამ, თხილის გადაყრამ,...

ელგუჯა ჩხაიძე პოლიტიკიდან მიდის?!

 ,,გადავწყვიტე ჩამოვშორდე პოლიტიკურ საქმიანობას. ალბათ ბევრს მოვაბეზრე თავი. ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრი მტრობად მიაჩნიათ, არ ღირს გარისკო საკუთარი თავი, ოჯახი, უხერხულობა შეუქმნა ახლობლებს. ასე რომ, მშვიდობით პოლიტიკავ. დარჩენილი ცხოვრება საკუთარ თავს უნდა მივუძღვნა"- წერს ელგუჯა ჩხაიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ჩხაიძე აფხაზეთის ომის ვეტერანია, იყო ეროვნულ მოძრაობაში. 1993 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, იყო საკრებულოს დეპუტატი. ჩხაიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ლანჩხუთში , ,ქართული ოცნების" ორგანიზაციის გახსნას შთაბერა სული.

17 დან 17-ივე მაჟორიტარი ოცნებამ გაიყვანა

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მომავალ საკრებულოში ,,ქართულ ოცნება"17 მაჟორიტარ დეპუტატს შეიყვანს, ანუ 100%-ს. ყველასთვის მოულოდნელად მცირედით, მაგრამ მაინც წააგო სუფსის თემში ჯუმბერ ბლაგიძემ, ასევე დიდი იყო ალბათობა გვიმბალაურში მოეგო ნიკოლოზ იმნაძეს, რობერტ წილოსანის მომხრეებიც იმედიანად იყვნენ. ფაქტია ოცნებამ სრული ფურორი მოახდინა და ისეთი შედეგები დადო ლანჩხხუთში, მისი შტაბის წევრებიც რომ ვერ დაიჯერებენ კარგა ხანს. მუნიციპალიტეტმა თავისი არჩევანი გააკეთა, კონტროლით, დაშინებით, თუ დაყვავებით, მაინც არჩევანი!

ვინ შევა ლანჩხუთის საკრებულოში?

წარმოგიდგენთ იმ დეპუტატების სიას, რომლებიც ახლახან აირჩია ლანჩხუთის მოსახლეობამ. საკრებულოში სულ 32 დეპუტატი იქნება, მათგან 17 მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული სიით მოხვდა. ,,ქართული ოცნება"- მაჟორიტარები: გიგი გვარჯალაძე, კახა კვიტაიშვილი, გოდერძი ქურიძე, ცისანა ურუშაძე, აკაკი იმნაიშვილი, ზაზა წულაძე, გიორგი მორჩილაძე, ემზარ თევდორაძე, ოთარ პატიეშვილი, გიორგი ჩახვაძე, ელისო ჭიჭინაძე, დავით ჩხარტიშვილი, სპარტაკ კვაჭაძე, რევაზ კვაჭაძე, ზურაბ კუკულავა, კახა თედორაძე, ბესიკ ტაბიძე,' ოცნება- პროპორციული : ვლადიმერ ნანაძე, რევაზ კვერენჩხილაძე, ვერიკო კვირკველია, თორნიკე თიკაძე, ალექსანდრე მახათაძე, ციცინო ჩხაიძე, ბესიკ კუპრაძე, ამირან ქანთარია, ზაალ სანაძე,  კახა ბოლქვაძე,' ,,ევროპული საქართველო"- ირაკლი მარშანიშვილი და ამირან გიგინეიშვილი.  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- კახა ასკურავა და იოსებ(სოსო) ჩხაიძე,'  ,,პატრიოტთა ალიანსი"- ლელა ჩახვაძე. როგორც ხედავთ, გია გოგუაძე თამაშგარეთ აღმოჩნდა, თუმცა აკახა ასკურავა ფიქრობს,  შევიდეს თუ არა საკრებულოში. დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას.

17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 48,1% შეადგინა

17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 48,1% შეადგინა. სულ თავისი პოზიცია აღნიშნული დროისთვის 14 127 ამომრჩეველმა დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საატამდე გრძელდება.

მოიწონეთ სტატია