არჩევნები უკვე ყალბდება

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1331

პატივცემულო რედაქცია, ვიცი, რომ თქვენი გაზეთი ობიექტური და სამართლიანია, როგორც მოქალაქემ მინდა ჩემი აზრი გამოვხატო საჯაროდ, რასაც კანონი მავალდებულებს, საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში ვიმყოფებოდი სოფელ აკეთში შვილიშვილებთან ერთად. ვცხოვრობ ქ.თბილისში, მაგრამ ზაფხულობით ჩამოვდივარ ჩემს მშობლიურ სოფელში დასასვენებლად; ჩემს გასაოცრად შემთხვევით წავაწყდი ასეთ საუბარს. სოფლის გამგეობაში დარეკა ვიღაც ქალბატონმა, რომელმაც სოფლის ერთ-ერთ ხელძღვანელს მოსთხოვა სია ვის დანიშნავდა უბნებში კომისიის წევრებად, საოლქოში.
გამოვიკითხე სოფელში და მითხრეს, რომ ყოველ არჩევნებზე ქართული ოცნების შტაბი ნიშნავს საოლქოს კომისიის წევრებსო, რა საჭიროა მაშინ ფორმალური კონკურსი? რისთვის იხარჯება თანხა თუ უკვე გადაწყვეტილია ვინ იქნება საუბნო კომისებში, საოლქოდან არჩეული, არ აქვს მნიშვნელობა ცოდნას, განათლებას, კვალიფიკაციას, საინტერესოა ქართული ოცნების ~ ოფისში თუ არის ვინმე ისეთი პიროვნება ვისაც აღებული აქვს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი ცესკოდან?!..
ბატონებო, ყველას წარმატებას გისურვებთ, მაგრამ ხალხს კიდევ ნუ მოატყუებთ ჩვენ ისედაც ვიცით, რომ არჩევნები უკვე ყალბდება, ვიყავი ,,ქართული ოცნების ~ მხარდამჭერი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი.
თ. მორჩილაძე
ქა.თბილისის 141 -სკოლის ყოფლი პედაგოგი