თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, ჩვენი სლოგანი უნდა გახდეს: `მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს!~

გაზეთ `ჰო და არაში~ გამოქვეყნებულ სტატიაში: `მერაბ ქარჩავას პასუხები წაყენებულ ბრალდებებზე~, სადაც ყოვლად უსუსური არგუმენტებით ცდილობს თავი იმართლოს საზოგადოების წინაშე, მიზანშეწონილად ჩავთვალე ყურადღება გავამახვილო რამდენიმე ასპექტზე, რაც ნათელს მოჰფენს სრულ სიმართლეს:
1. მ. ქარჩავა თავის წერილში განმარტავს: `არავითარ ნარკორეალიზაციას არ ვეწეოდი, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ შეთითხნილი ბრალდება~. ისმის კითხვა, წარმოადგენდა თუ არა მ. ქარჩავა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა `ნაციონალურ~ ხელისუფლებას? ვფიქრობ, რომ არამც და არამც!!! ამის დასტურად გთავაზობთ მოკლე ექსკურსს მისი პოლიტიკური წარსულის შესახებ.
2011 წ. მ. ქარჩავას ირჩევენ პარტია `ქართული პარტია~-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. არჩევიდან, სულ რამდენიმე თვეში, მას თავისივე პარტიული ბირთვის წარმომადგენლები პრესკონფერენციაზე უყენებენ საკმაოდ მძიმე ბრალდებას. კერძოდ, პარტიისთვის გამოყოფილი თანხის სრულად მითვისებას. არგუმენტები იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა, რომ მან პასუხის გაცემაც ვერ მოახერხა. საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით მძიმე გახლდათ, იმის გაგება, რომ მ. ქარჩავა წამლის ფულსაც არ აძლევდა მძიმე სენით დაავადებულ თანაპარტიელს, გია ქურიძეს. ამ ფაქტმა, მნიშვნელოვნად შელახა მისი რეპუტაცია. ამდენად ცხადია, რომ თავისივე თანაპარტიელებისაგან `პერსონა ნონ გრანტად~ გამოცხადებული მ. ქარჩავა, არამც და არამც არ წარმოადგენდა იმ ანგარიშგასაწევ ძალას, რომლის თავიდან ჩამოცილებასაც `ნაციონალები~ შეეცდებოდნენ. შესაბამისად, ის პოლიტპატიმრის სტატუსითაც ვერ გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან. რაც შეეხება, მის სრულ ამნისტირებას, რის შესახებაც თავად საუბრობს, ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი არც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორთან, ქალბატონ ადელინა კილაძესთან არ დევს, რაც უმნიშვნელოვანეს საბუთს წარმოადგენს მ. ქარჩავას მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის პროცესში (წინააღმდეგ შემთვევაში მისი დანიშვნა ავტომატურად ბათილდება).
2. განცვიფრებას იწვევს ის ფაქტიც, რომ კულტურის ცენტრის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად, მხოლოდ 3 თვის წინ დანიშნული მ. ქარჩავა თავის დამსახურებლად მიიჩნევს, ამავე სფეროში მოღვაწე პიროვნებათა მიღწევებს, რაც ცხადია, რომ მხოლოდ და მხოლოდ, მრავალწლიანი საფუძვლიანი შრომის შედეგია და მას არაფერი აკავშირებს მ. ქარჩავას პიროვნებასთან.
3. თავის წერილში ის, აგრეთვე, საუბრობს კულტურის ბიუჯეტის ეკონომიაზე. მაქსიმალურადაა მობილიზებული, ნაცვლად ხელშეწყობისა, გააუქმოს შემოქმედებითი წრეების მუშაობა, რითაც ფაქტიურად, თავისი არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე, საძირკველს აცლის კულტურის ცენტრის მუშაობას. მ. ქარჩავა ურცხვად სტყუის, როდესაც აცხადებს, რომ თითქოს მე, როგორც ქართული თეატრისა და კინოს ისტორიის პედაგოგს, აცანის საჯარო სკოლაში არ მყავს წრე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მე ხელთ მაქვს მონიტორინგის დასკვნა, სადაც ჩემი მუშაობა დადებითადაა შეფასებული. აქვე მინდა განვაცხადო, რომ მომავალში იგეგმება, რომ აცანის საჯარო სკოლას მიენიჭოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ვასილ ჩხაიძის სახელი. შესაბამისად, სრულიად კანონზომიერია, რომ ამ სკოლაში (და არა მარტო ამ სკოლაში) ისწავლებოდეს ქართული თეატრისა და კინოს ისტორია (ამ ნოვატორულ საგანთან დაკავშირებით ვამზადებ წერილს კულტურის მინისტრის სახელზე).
მინდა ვისარგებლო მომენტით და მადლობა გადავუხადო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ ია ჩხაიძეს, ფრაქცია `ქართული ოცნების~ თავმჯდომარეს, ბატონ კახა ურუშაძეს და ა.შ. იმ თანადგომისათვის, რომელსაც, როგორც ვ. წულაძის სახ. თეატრისა და კინოს მუზეუმის გამგეს მიწევდნენ მაშინ, როდესაც კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ინფრასტრუქტურის მთავარი სპეციალისტის, მ. ქარჩავას სრული იგნორირების გამო, იმედგაცრუებული იძულებული ვიყავი დამერღვია სუბორდინაციის წესები და დახმარება მეთხოვა შესაბამისი კომისიისათვის. მათი წყალობაა, რომ დღეს მუზეუმს აქვს კონდიციონერი (რითაც გადავურჩით სითბურ დარტყმებს), ვიტრინა (ექსპონატებისათვის), კიბე და ა.შ. ამ დროს კი, ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მ. ქარჩავა, რომელსაც ხელფასი 700 ლარით განესაზღვრებოდა (მას ბიუჯეტიდან მიღებული აქვს დაახლოებით 21 ათასი ლარი) ნებივრობდა და `პოკერის~ თამაშით ირთობდა თავს.
არა ერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, რომ თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა განვითარეს, ყველა სფეროში ჩვენი სლოგანი უნდა გახდეს ბრძენი რუსთაველის შეგონება: `მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს~ ანუ კულტურის სფეროში მაღალ თანამდებობაზე უნდა დაინიშნონ შესაბამისი პროფილის ადამიანები, რომელსაც კარგად ესმის კულტსაგანმანათლებლო მისიის დანიშნულება და არსი. პროფესიით ინჟინერი და მძიმე მუხლით ნასამართლევი მ. ქარჩავა კი, რომლის ხელშიც მოხვდა მართვის სადავეები, ვერასდიდებით ვერ მოახერხებს ამ საპატიო მისიის შესრულებას.
ჩემი წერილი მინდა დავასრულო, საკუთარი ლექსით, რომელიც ვფიქრობ, ყველაზე უკეთ ამბობს სათქმელს:
`დღეს, მეძავი ფრაზებს აფრქვევს და გვიკითხვას მორალს,
სულამღვრეულ ფარისეველს მომავლის მზე ჰქოლავს,
ჩამოწვება გზაზე ბინდი, გვეახლება მთვარეც
და უგვანთა სიმძიმილი ჩამოანგრევს კვარცხლბეკს!
ისტორიულ ჰორიზონტზე ქარიშხალი ჰკივის,
'მარათონის რუბრიკა აქვს ნიღბოსანთა ჭიდილს,
დღეს, მავანი ურცხვად იდგამს დაფნის გვირგვინს თავზე,
და მართალთა გულისწყრომა მტკივნეულად თან მდევს.
დღეს, მეძავი ფრაზებს აფრქვევს და გვიკითხვას მორალს,
ქრონიკულად ვეგუებით ღირსეულთა კვდომას,
ჩამოწვება გზაზე ბინდი, გვეახლება მთვარეც'
და უგვანთა სიმძიმილი ჩამოანგრევს კვარცხლბეკს!!!
პატივისცემით, მაია ჩხაიძე

 

მოიწონეთ სტატია