კარატისტების წარმატება ღია პირველობაზე

8 აპრილს, ქალაქ ქუთაისში გაიმართა ქალაქის 24-ე ღია პირველობა (საქართველოს არაოფიციალური ჩემპიონატი) კარატე-დოში, რომელშიც ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად თბილისის 5 კლუბი, ქუთაისის 3 კლუბი, ზესტაფონის, ხონის, წალენჯიხის, სენაკის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, ბათუმის და ქობულეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ლანჩხუთელმა კარატისტებმა (მწვრთნელები: მერაბ თურქია, მანუჩარ ჩხაიძე, ლაშა ბერიძე) წარმატებით იასპარეზეს და სამივე სინჯის 2-2 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ: მერაბ და ზურა ლომაძეები, მეორე ადგილზე გავიდნენ: ლუკა ლომაძე და დათო ცინცაძე, ხოლო ბრინჯაოს მედლები წილად ხვდათ: გიორგი პატარაიას და საბა კვიჭიძეს.
პირველობაზე მერაბ თურქია და მანუჩარ ჩხაიძე მსაჯობდნენ, რაც ჩვენი კარატის სკოლის კიდევ ერთ წარმატებაზე მიუთითებს.

 


 

მოიწონეთ სტატია