ცოლ–ქმრის საუბარი მეისპედან _ ქვეყნის მშენებლობამდე

იუმორესკა
ცხიკ, დაიძახა გურულმა სახლში და უმალ ეცა ცოლი: _ სიკვდილი და არ გადარჩენა შენი. რაფერც ჩვენი ლარი გამეიყურება ისთე იყავი მთელი ცხოვრება.
_ რას მერჩი ქალო, ამ დილაადრიან, ანდა რა დაგიშავე ისეთი, რომ მანდამაინც მკვდარს და ოხრობას რომ შემადარე?! _ გაწიწმატდა გურული.
_ ლარი შენს ჯიბეში მე არ მახსოვს და კაის რაფერ შეგადარებდი. მთელი დღეი სამუშაოზე ვარო, რომ იძახდი, ნამუშიერი სადაა მერე?! _ არ დათმო ქალმა.
_ ნამუშეერი ქე შეჭამეთ წუხელ შენ და ბაღნებმა. ახლა მეტს მე არავინ მაძლევს და არც იმხელა ლოყები მაქვს, ვინმემ განათლების მინისტრად რომ დამნიშნოს. ისთე ამ გახსენებაზე, კომბლეზე რაც თქვა მაგ კაცმა თლად ურიგო არ იყო. კაი მეცხვარეს პაწა მეტით ცხვარი კი უნდა ჰყავდეს.
_ შენს სხვისი რა უნდა გაარჩიო, 15 წელია ერთი ტარანას დამსგავსებული ძროხა გყავს და იგიც ვერ გამოგიცვლია.
_ ქალო, ნუ გადამრევ ამ დილაადრია. რას ჰქვია ვერ გამომიცვლია. იწველება ჩვენი ძროხა იმდენს, რომ შენც გყოფნის, ბაღნებსად და პრაზდნიკებზე ხაჭაპურს ვხედავ ხოლმე სტოლზე. მართალია, ერთი ნაჭერის აღება თუ მოვასწარი, ხომ უფრო მეტი პრაზდნიკი მაქვს, მაგრამ რაც არის, ხომ არის. კვირას ბაზარში 10 ლარი ღირდა ჩვენებური ყველი. ყიდვას ხომ სჯობია?! თუ გაქვს ფული, მომეცი და იმდენს მევიტან, მთელს სამეზობლოსაც ეყოფა.
_ რაის მომტანი ხარ შენ. ანდა ფული სად არის. პენსია 180 ლარზე ისთე გაყინა შენმა და შენი მეზობლების მიერ არჩეულმა მთავრობამ, რომ მგონი დიდი გამყინვარება სჭირს.
_ ჰოდა, ამიტომაც იყო რომ შეიცვალა მინისტრების ნაწილი. ხადურმა რაც თხები იყო შეჭამა და მოხსნეს. ახლა თხასაც ეშველება, პაწას მომრავლდება და ბიუჯეტსაც. თანხა რავარც კი გამოჩნდება, პენსიის მატება ჩვენზე იყოსო – არ გახსოვს ამას წინეებზე რომ ითქვა.
_ მაგენს რა დეეზოგება. პრემიებს არ ვიღებთო, უკვე 4 წელია გვაყვედრიან და სახელფასო დანამატები აქვთ იმდენი, რომ მაგდენი კოტაი სიმინდი ჩვენს ნალიაში როდის ვნახე აღარც კი მახსოვს. წელს ვინაიდან, მეოთხე საუკეთესო წელი გავიარეთ, ხვნა–თესვა მუქთი აღარ იქნება თურმე.
_ ჰოდა, ავშენებულვართ. ამ ბოლოს აი ქართველები მგონი ყველანი თვალის ექიმთან ვართ წასასვლელები. ამდენი სიკეთე, ამდენი აღმშენებლობა ხდება ქვეყანაში და ამას თუ ვერ ვხედავთ, რაცხაშია საქმე. ნამდვილად საექიმო ვართ ყველანი.
_ ცხიკო, იძახი და ნიორიც არ გაგაჩნია, რომ დეზიფენქციიზა ჭამო და შენ ექიმთან წამსვლელი ხარ.
_ ექიმთან რა მინდა, საარჩევნო ყუთია ჩვენი ექიმი. 9 წელი რომ იძახოდა, მიშა მე ყველაზე მაგარი ვარო, ხომ გახსოვს, ხალხმა რომ გამეიფხიზლა, აღმოჩნდა რომ არ იყო მაგარი. ახლა 8 წელი ბიძინას ვაცადოთ და თუ მიშასავით გაუტია, ეგეც გავუშვათ უკრაინაში. იგი ქვეყანა ჩვენზე დიდი 10–ჯერ მაინცაა და დეეტევა რამენაირად.
_ სად სცალია ბიძინას უკრაინაში წასასვლელად. ხეების დარგვა–გადარგვით არის დაკავებული. მე სახლში 10 წელია პომიდორი ვერ გამიხარებია, რადიაციის თუ სხვათა ბრალეულობის გამო და ეს კაცი 100 წლოვან ხეებს ისე დააპორწიალებს აქეთ–იქით, გეგონება ახლად გამოსული ჩითილებიაო.
_ მიდი ერთი ტელევიზორი ჩართე, გევიგოთ რა ხდება?! ეგება, დეინგრა ქვეყანა ან ავშენდით. საღამოს აბა, შენი შემხედვარე საინფორმაციოს ვინ უყურებს. სერიალებში ხარ ჩართული. ჯერ ინდურ ყაიდაზე ხარ ნაშუადღევს გადართული, შემდეგ კი თურქულად ნათლდები. ტელევიზორს ისე ელაპარაკები, ამ სერიალის გმირებს ისთე უნკლოვ რაფერ სჯობია, რომ კაი ექსპერტის შთაბეჭდილებას ტოვებ.
_ შენ რომ საინფორმაციოში ყველა დღე ექსპერტებს ნახულობ, იგენს მაინც ქე ვჯობივარ. ამას წინათ გამევიდა ერთი და გვითხრა _ დოლარი 2,2 ლარს ზემოთ არ წავაო. 2,7 ყოფილა გუშინ. აი, ამფერი ექსპერტებით რომა რის ქვეყანა დახუნძლული იმიტომაც ვართ ასეთ კარგ ყოფაში. ადრე წერილი რომ მევიდოდა მიხაროდა. კვირა დღეი არ იყო, 2–3 შემთხვევა, რომ არ გამოგვრეოდა. ახლა, წელიწადში ერთხელ თუ ვინმე ქორწილში დაგვპატიჟებს კაი მგლოვიარესავით ვართ. ერთი თვით ადრე ვიწყებთ ზრუნვას იმაზე თუ სად უნდა ვიშოვოთ დასაწერილი ფული.
_ ქემაინც ამ დილას არ დამეცხიკებო, _ ამდენ ჩხუბს გადავრჩებოდით მე და შენ. მიდი ერთი ზაკუსკა გაამზადე და წავალ ისთევლე ქუჩაში, ეგება სამსახურის ვარიანტს მივაკვლიო. ასი ქარხანა რომ გახსნა წინა 4 წლედში ხელისუფლებამ, მისი გამონაბოლქვი მაინც გამოჩნდეს, გავყვები მას და მივაკვლიო იქნება და ყარაულის ადგილზე მთლად მინისტრის რეკომენდაცია თუ არ დამჭირდა ეგება ქე ვნახო ხეირი.


 

მოიწონეთ სტატია