რომელ მხარეს გააგრძელებენ ლანჩხუთელი ნაციონალები მოღვაწეობას ცნობილია

ადგილობრიოვ ნაციონალთა ლიდერი კახა ასკურავა ამბობს, რომ აქაური გუნდის 90% ერთ აზრზეა და ისინი მიხეილ სააკაშვილის გვერდით რჩებიან:
\მე და გია გოგუაძე რჩებით სააკაშვილთან და ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ. დღეს ივანიშვილისთვის პრობლემას ვინც წარმოადგენს ეს არის სააკაშვილი. სხვა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და არც არასოდეს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე დღეს ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს სჭირდება გვერდით დგომა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეც და გია გოგუაძე და რაიონული ორგანიზაციის ძირითადი ბირთვი, დაახლოებით 90% ვრჩებით მიხეილ სააკაშვილის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გვერდით. ~


 

მოიწონეთ სტატია