|
ბოლო დროს, `ქართულ პარტიასთან დაკავშირებით რამდენიმე სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთია პარტიის დაფინანსებასთან მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენის, კოტე გოგელიას გამოჩენა.
`ქართულ პარტიაში დაადასტურეს, რომ `საქტელერადიოს ექს-შეფ არჩილ გოგელიას ძმისშვილი მათ გვერდითაა. `ჰო და არას მოაწოდეს არანაკლებ დამაინტრიგებელი ინფორმაცია _ `ქართულ პარტიის დაფინანსებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი თავკაცი მერაბ ჟორდანია აპირებსო. `ვარდოსანი ხელისუფლების მიერ ორჯერ დანაპატიმრები ადამიანისგან ასეთი ქმედება თითქოს გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ ვინც ჟორდანიას იცნობს, იცის, რომ ქართული ფეხბურთის ექს-მესაჭე ძალიან ფრთხილი ადამიანია. მით უმეტეს, ამჟამად საკმაოდ მშვიდად ცხოვრობს უცხოეთში და ჰოლანდიური კლუბის მფლობელიცაა.
აღნიშნული ინფორმაციის გავ-რცელების შემდეგ, ბევრმა ჩათ-ვალა, რომ უბრალოდ მაკა ასათიანის ქმარ გოგელიაში აერიათ მისი ყოფილი მეუღლე ჟორდანია. თუმცა `ჰო და არას სულ სხვა ინფორმაციები აქვს _ ჟორდანია არათუ პოლიტიკაში დამფინანსებლად ჩაერთვება, საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრასაც აპირებსო.
ერთხელ მან უკვე იყარა კენჭი საპარლამენტო არჩევნებში ლანჩხუთში. ამჟამადაც მის ინტერესებს მშობლიურ რაიონთან მიმართებაში ასახელებენ. `ქართული პარტიის ლანჩხუთის ოფისში ჟორდანიას მიერ მათი პარტიის შესაძლო დაფინანსების ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა `წამოცდათ, რომ ლანჩხუთის მაჟორიტარად სწორედ მას ისურვებენ. `უკეთეს კანდიდატურას ვერც ვინატრებთ. რაც მერაბ ჟორდანიას ლანჩხუთისთვის აქვს გაკეთებული და რასაც გაუკეთებს, საუკეთესო ვარიანტია! ლანჩხუთი თუ იოცნებებს მისნაირ მაჟორიტარზე. ამიტომაც რა გასაკვირია, თუ მის კანდიდატურას ვისურვებთ? _ უთხრეს `ჰო და არას.
რა თქმა უნდა, პარტიის ლანჩხუთის ოფისის სურვილებით ჟორდანიას პოლიტიკაში ვერავინ ჩართავს. უბრალოდ, აშკარა ხდება, რომ მისი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება `უფრო დიდ დონეზე გადაწყდა. თუმცა დამიანტრიგებელია ის ფაქტიც, თუ რატომ უნდა გაირთულოს მშვიდი ცხოვრება მსოფლიოსა და ევროპის ფეხბურთის `მამების, იოზეფ ბლატერისა და მიშელ პლატინის, ასევე მსოფლიო ფეხბურთში გავლენიანი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის მეგობარმა ჟორდანიამ? პასუხი ერთია _ ჟორდანია მართალია ფრთხილი ადამიანია, მაგრამ ბოლომდე მებრძოლი. მას მოქ-მედი ხელისუფლებისთვის `ვა-ლი აქვს დასაბრუნებელი.
ეს `ვალი კი საკმაოდ დაუგროვდა. ბოლოს ჟორდანია გასულ წელს აპირებდა საქართველოში დაბრუნებას, როცა კახა თარგამაძის მიერ მისი გუნდისთვის წართმეული `დინამოს დაბრუ-ნებას ცდილობდა. აშკარა იყო, მის უკან რომელიღაც სახელისუფლო გუნდი იდგა. სხვანაირად, სფფ-ის ექს-შეფი გიჟი არ არის, `დინამოს `ვარდოსანი ხელისუფლებისთვის წართმევა მოენდომებინა, ან იმის ილუზია ჰქონოდა, რომ კლუბს უბრუნებდნენ. თუმცა ჟორდანია კვლავ მოტყუებული დარჩა, ისევე როგორც მაშინ, როცა წლების წინ, ერთმა სახელისუფლო გუნდმა გოკა გაბაშვილის `სასტავს დაუპირ-ისპირა _ ჟორდანიამ გაბაშვი-ლს უფასო ბილეთი არ მისცა და სახალხოდ მოუწოდა, 50-ლარიანი ბილეთი შეეძინა. ეს მას მოგვიანებით მეორედ დაჭერად დაუჯდა. მისმა `წამქეზებელმა სამთავრობო გუნდმა კი ის მოახერხა, რომ სფფ-ის გადამდგარი პრეზიდენტი ციხიდან იოლად დაიხსნა.
დღეს რომ ჟორდანიას მთავრობა თუნდაც შარშანდელივით კარგი თვალით რომ არ უყურებს, ერთი ფაქტიდან ჩანს _ გასულ წელს მისი `დინამოში შესაძლო დაბრუნება სამთავრობო ორიენტაციის არხებმა ფართოდ გააშუქეს, ჟორდანია საფეხბურთო თოქ-შოუშიც მიიწვიეს. თუმცა მოგვიანებით თითქმის დაიჩრდილა, რომ ჟორდანია პირველი ქართველი და საერთოდ, პირველი უცხოელი იყო, ვინც ჰოლანდიური კლუბი იყიდა. ახლაც რატომღაც ქართ-ულმა სამთავრობო არხებმა `ვიტესში ქართველი ჭაბუკის გიორგი ჭანტურიას ტრანსფერის გაშუქებისას ამ ტრანსფერის მთავარი შემოქმედი ჟორდანიას პერსონა თითქმის `დამალეს _ აშკარაა, `ნაციონალებთან `ჩახუტებული რომ იყოს, წარმოგიდგენიათ _ რა ამბებს ატეხდნენ `სამამულო არხები?!
`ჰო და არა, რა თქმა უნდა, ინფორმაციის გადასამოწმებლად უშუალოდ მერაბ ჟორდანიასთან დაკავშირებას ეცადა, მაგრამ იმის გამო, რომ ქართველი საფეხბურთო მოხელე არნემში გადასახლდა საცხოვრებლად, ქართული მედიისთვის იგი მიუწვდომელია. პრინციპში, ჟორდა-ნია სატელეფონო კომენტარებს საქართველოშიც გაურბოდა. რამდენჯერმე გამონაკლისი `ჰო და არასთან მიმართებაში დაუშვა. თუმცა მას ყოველთვის ჰყავდა შუამავალი პირი. ამჟამად ამის გაკეთება `ვიტესის პრეს-სამსახურის საშუალებით ვცადეთ, მივწერეთ, ვინც ვიყავით და რომ ჟორდანიასთან რამდენიმე კითხვა გვქონდა. მალევე გვიპასუხეს _ პრეს-ოფიცერმა, ესტენ ბალმა მოგვიბოდიშა, _ `ბატონი მერაბი ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელიაო.
`ჰო და არა `ქართული პარტიის თანათავმჯდომარე სოზარ სუბარს დაუკავშირდა:
_ ბატონო სოზარ, გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენს პოლიტიკურ გუნდთან მოიაზრება ფეხბურთის ფედერაციის ექს-თავკაცი მერაბ ჟორდანია.
_ ამაზე საუბარი არ ყოფილა.
_ ანუ თქვენ ინფორმაციას არ ფლობთ?
_ თუმცა თუ იქნება სურვილი, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით.
მოკლედ, მალე გამოჩნდება _ `გამოჩნდება თუ არა ქართულ პოლიტიკაში `ვარდოსანი მთავრობისგან დევნილი ჟორდანია. სხვათა შორის, წლების წინათაც, მისი პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობა ექსკლუზიურად `ჰო და არამ გაავრცელა, ფაქტი მაშინ ფედერაციაშიც უარყვეს და ჟორდანიას საახლობლო-სანათესაოში. თუმცა გაზეთის გამოსვლის დღესვე ჟორდანიამ აღიარა, რომ პოლიტიკაში ჩართვას აპირებდა. თუ მან ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე იყარა კენჭი მაჟორიტარ კანდიდატად, გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს _ კლუბის მფლობელის რანგში იგივე გააკეთოს. მით უფრო, ჟო-რდანიას ამ ხელისუფლებასთან `პირადი ანგარიშები აქვს, ფაქტია, `ორივე ტაიმი ჟორდანიამ წააგო. ვინც კი ჟორდანიას ახლოს იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ქართველი საფეხბურთო მოხელე წაგებას ვერ იტანს და ეგუება!
ეს კი ყველაზე მეტად ლანჩხუთის მოქმედმა გამგებელმა უწყის _ გიორგი გოგუაძე ჟორდანიას კარგად იცნობს და არჩევნებშიც ეხმარებოდა. გამგებელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი იქნება. ყოველ შემთხვევაში, `ნაცმოძრაობის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი იძულებული იქნება, ამჯერად მერაბ ჟორდანიას დაუპირისპირდეს.
მამუკა ქანთარია |