”ჰო და არა”

  • Decrease font size
  • Default font size
  • Increase font size
  • default color
  • red color
  • green color

მთავარი სიახლე

მთავარი arrow მთავარი arrow ნუ სტირით ჩემზე...
ნუ სტირით ჩემზე... PDF ბეჭდვა ელფოსტა
მონაწილეთა შეფასებები: / 0
სუსტისაუკეთესო 
03.09.10 წ.
ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენს თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ...
როდესაც იესოს აჰკიდეს ჯვარი, მას თურმე მისდევდა დიდძალი ხალხი. ადამიანები ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო. იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: იერუსალიმის ასულნო, ნუ ტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენ შვილებზე იტირეთ...
დადგება დრო, როცა დაუწყებთ მთებს თქმას: დაგვეცით ზედ! და ბორცვებს: დაგვეფარეთ ჩვენ! იესოსთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც _ ორი ბოროტმოქმედი... წინა ნომერში ამქვეყნიურ სიმართლეებზე ვსაუბრობდით. დღესაც ამ თემაზე ვისაუბრებთ. ზემოთ მოყოლილი ამქვეყნიურ გამრუდებათა საფუძველი გახდა _ ერთ სამოსში გამოხვეული ორი უკიდურესობა _ სიკეთე და ბოროტება. იესო _ ჯვარზე გაკრული, მის გვერდით _ ორი ბოროტმოქმედი. თეთრი და შავი ერთ ხედვაში მოქცეული, ღირსების და უღირსობის ერთ ფასად შეფასება, ჭეშმარიტების დაუნახავობა _ აი, სწორედ ეს ანგრევს ქვეყანას. ამ წინა პირობებმა მიიყვანა კაცობრიობა ყველანაირი ღირებულების გაუფასურებამდე, ქრისტესმიერი მენტალიტეტის რღვევამდე. სწორედ ამ მომავლის ჭვრეტამ ათქმევინა ქრისტეს _ ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენს თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ... კაცობრიობა უკვე კარგა ხანია ტირის თავის თავს. მრავალნაირი ანაქრონიზმით გაივსო სამყარო, ცოდვების ბუყბუყი ისმის ირგვლივ. ქვეყნის საძირკვლის, ქვეყნის ტრადიციების მოშლამ სულიერი რყევა გამოიწვია, რომელიც მატერიალური რყევის საფუძველიცაა. მატერიალური რყევა კი უკუკავშირს ქმნის სულიერთან და ასე იქმნება ანარქია ჩვენს ცხოვრებაში... დიახ, ყველაფერ ამას საფუძველი ჩაეყარა მაშინ, როდესაც ქრისტე ჯვარს გააკრეს და მას მერე ცოდვების ზიდვამ, ლამისაა მიწას გაგვართხო, მაგრამ ჯერ, ღმერთმა ნუ მიგვიყვანოს იქამდე, რასაც ქრისტე ამბობს: დადგება დრო, როცა დაუწყებთ მთებს თქმას: დაგვეცით ზედ! და ბორცვებს: დაგვეფარეთ ჩვენ! ამაში ისევ ღმერთმა უნდა გვიშველოს და ჩვენი ცხოვრების წესმა, რომელიც ქრისტესმიერ მცნებებზე იქნება დაფუძნებული. მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ ფიქრს, ჩვენო მკითხველო, ამ საკითხებზე. თქვენი გამოხმაურების იმედი გვაქვს და იმის, რომ სულ მალე ადამიანთა მოდგმას შეეძლება თქმა _ მთებო, თქვენსავით წმინდა და ბორცვებო თქვენსავით დაბალი (და არა მდაბალი) და სანდონი ვართ! ნონა გიგინეიშვილი
 
< წინა   შემდეგი >