”ჰო და არა”

  • Decrease font size
  • Default font size
  • Increase font size
  • default color
  • red color
  • green color

მთავარი სიახლე

მთავარი arrow მთავარი arrow მოსახლეობა ითხოვს...
მოსახლეობა ითხოვს... PDF ბეჭდვა ელფოსტა
მონაწილეთა შეფასებები: / 0
სუსტისაუკეთესო 
22.08.10 წ.
`ჰო და არას“ რედაქციაში ქალაქის, კერძოდ, სამების ქუჩის მაცხოვრებლები დაგვიკავშირდნენ, რომლებმაც თავიანთი პრობლემის შესახებ მოგვითხრეს. 
ნათელა ქანთარია: `კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. ამბობენ, ამ ქუჩაზე ოპოზიციის მომხრეები ცხოვრობთო. არავის მომხრე პირადად მე არ ვარ, რადგან კაციშვილს არ მოუტანია ჩემთვის ხეირი. აგი გზაი გააკეთონ აქანე, ბაღნები მტვერში რომ იხრჩობიან. ყველას გამოუყვანეს გაზი და ჩვენ ქი ვართ გაზის გარეშე. დღეს კი ხედავთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. გაჭირვება მატულობს. 72 წლის ქალი ვარ და არ მახსოვს, ხელისუფლებას ჩვენი ქუჩის მაცხოვრებელთა გასაჭირი გულთან მიეტანოს. ასფალტი გვქონდა და სულ აგვიყარეს, აფუნგეს გზაი იმის გამო, რომ საერთობინაში კანალიზაციის მილები გაეყვანათ. მას მერე ქუჩაში ვერ გეივლი ნორმალურად, ფეხი გადაგიბრუნდება, ყველგან ორმოა. ქვევიდან რომ ამოდიხარ, იქ, სადაც გვარჯალაძე ცხოვრობს, უზარმაზარი ორმოა, უამონდობისას ისეთი წყალი დგება, რომ საშინელებაა.“ ირინა ლაბაძე: `შარშან წყლის მილები ამოგვიყარეს იმის გამო, რომ მეგობრობის ქუჩაზე სასმელი წყალი შეეყვანათ. თავიდან წინააღმდეგობა გავუწიეთ, ვუთხარით, ნუ აგვიფუნგავთ გზასო. მაგრამ შემდეგ ხელი აღარ შევუშალეთ, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქის მერი, წყალკანალის უფროსი დაგვპირდნენ, გზასაც გაგიკეთებთ, გაზსაც გაგიყვანთ და ყველაფერი მოგიწესრიგდებათო. აზომეს-გაზომეს ეს ტერიტორია და წავიდნენ. დრო გავიდა და მას მერე არაფერი არ შეცვლილა. როცა დავუკავშირდით, გვითხრეს, ჯერ რუსთაველის ქუჩა უნდა მოწესრიგდეს და შემდეგ თქვენ მოგხედავთო. გაზის წარმომადგენლებთან ვიყავით მისულები წელს, თებერვლის თვეში. გვითხრეს, პროექტში ხართ ჩასმულები და ეს საკითხი მოგვარდებაო. მერე კერძო კომპანია მოვიყვანეთ, გვინდოდა საკუთარი ხარჯებით შემოგვეყვანა გაზი, მაგრამ 3 ათასი ლარი მოითხოვეს თითოეული ოჯახისაგან. ნამდვილად არ გვაქვს ამის საშუალება.Gგამგებლის მოადგილესთან ვიყავით, იმან ჩემს პრეროგატივაში არ შედისო და სხვისკენ გაგვიშვა. იმ სხვამ სხვასთან და ქი ვართ ასე უპატრონოდ. სანამ არჩევნები დაიწყებოდა, გვითხრეს, გზა მოიხრეშება და გაკეთდებაო. მასწავლებლები სკოლაში ამ გზით დადიან. ისინიც შეწუხებულები იყვნენ გზის გამო და მათაც თანადგომა გამოთქვეს. როცა გაწვიმდება, ქუჩის თავში იმხელა წყალი დგება, რომ მანქანასაც უჭირს გავლა. სანამდე უნდა ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში? არჩევნების დროს ვიღაც ქალები დადიოდნენ და გვეუბნებოდნენ, ოღონდ მხარი დაუჭირეთ ამ ხელისუფლებას და ყველაფერი მოგიგვარდებათო. დუუჩემებიათ, ამ ქუჩაზე ოპოზიციონერები ცხოვრობთო. ასე არაა. არჩევნებისას ყველამ დავუჭირეთ მხარი და ყველამ მაგენს მივეცით ხმა იმიტომ, რომ ჩვენს ქუჩაზეც ცოტა რაღაც კარგი გაეკეთებინათ. ე, ასე გაკეთდა. გეიარა არჩევნებმა. დაპირება დარჩა დაპირებად და მოუწესრიგებელი მოუწესრიგებლად“. G გიორგი ქანთარია: `გამგებელი მოსახლეობას რომ შეხვდა აქანე, მაშინ გვითხრა, ვის რა პრობლემა გაქვთო და ქი ვთქვი, თხემლარში ყანა მაქვს და გზა ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, რომ შიგ შესვლა ჭირს-მეთქი. დაუძახა ქალაქის მერს _ კი, ბატონო, გავაკეთებთო. დაუძახა გზის წარმომადგენელს, იმანაც თანხმობა მისცა. რაი მერე, გასაკეთებელი ახლაც გუუკეთებელია. კაი, ბატონო, იგი ყანაა, მარა გამეიარეთ ამ ქუჩაზე, როცა გაწვიმდება მაშინ და ნახავთ, რა დღეში ვართ. დიდი, დიდი 5 მაშინა ხრეში დაჭირდეს აქაურობას. რაც ხდება, ყველაფერი უყურადღებობით ხდება. ამისთვის ვერ მოიცალეს?“ იური თავდიშვილი: `ეს არის ქალაქში ერთ-ერთი მთავარი ქუჩა. 2009 წლის შემოდგომაზე იყო გამგებელი სკოლაში მოსული, მოსახლეობას შეხვდა. ვკითხე, გზის საკითხი როდის მოგვარდება-მეთქი. მალე გაკეთდებაო. გაზის საკითხი ვკითხე, თებერვლის თვისთვის გაზის გაყვანა დასრულდებაო. რომელი თებერვლის თვეში დაიწყება და დასრულდება გაზის გაყვანა, წელი არ უთქვამს“. რუსუდან ქურიძე: `გაზი ჩვენთვის არაა, გზა და არც არაფერი, მოგვხედონ თუ შეიძლება“. მოსახლეობა სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე არსებული ნაგვის გამოც გამოთქვამს უკმაყოფილებას: `რას გავს იქაურობა? ქალაქის რწმუნებულმა სპეციალური მანქანა გამოაგზავნა, გაიწმინდა იქაურობა, მარა მაინც დანაგვიანდა. იმხელა შენობა უპატრონოდაა. ერთმა გაჭირვებულმა, უდედმამოდ დარჩენილმა ბავშვმა, რომელიც ბებიასთან იყო სტუმრად ჩამოსული და პურის საყიდელი ფული არ ჰქონდა, რკინა მეიპარა. ყველა იპარავდა, მარა იგი ბავშვი დეიჭირეს და რვა წელი მიუსაჯეს. დაშალონ აგი შენობა და გაჭირვებულებს დაეხმარონ რაღაცით. იმ ტერიტორიაზე გავლა შეგრცხვება, ისეთი რამეებიც ხდება საღამოობით. ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები იქინეა თავშეყრილები. ჩვენც შვილები გვეზრდება. სკოლაში სპორტული მოედანია, ბავშვები მიდიან, ფეხბურთის სათამაშოდ. ყველაფერს ხომ ვერ ავუკრძალავთ? ყველამ კარგად იცის, რომ იგი ტერიტორია ბარდაგადაა ქცეული. ვის მივმართოთ, ჰააგის სასამართლოს თუ სტრასბურგს? საჭმელის ფულს მაგენს არ ვთხოვთ, გზის გაკეთებას ვითხოვთ მხოლოდ და ამაში მოგვეშველონ. მთავრობაში მომუშავეებისთვის არაა კრიზისი და ჩვენ სანამდე ვიყოთ ყველანაირ კრიზისში?“ `ჰო და არამ“ კომენტარი შპს `წყალკანალის“ ყოფილ ხელმძღვანელს, ამჟამად კი გამგებლის მოადგილეს ნესტორ ღლონტს სთხოვა: `მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, დაახლოებით მილიონნახევრიანი პროექტის დაფინანსებით, გასული წლის მაისის თვეში დაიწყო და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე (სულ რვა კილომეტრი) შეიცვალა წყალსადენის მილები. რაც შეეხება სამების ქუჩას, რამდენიმე მილი იქნა ამოღებული იმიტომ, რომ პროექტის შესრულებას ხელს უშლიდა. ეს იყო წყლის ძველი მილები. ჩვენ ავუხსენით მოსახლეობას, რომ თუ წყლის მილების შეცვლა არ მოხდებოდა, ასფალტის დაგება შეუძლებელი იქნებოდა. იმ ქუჩებზე, სადაც წყლის მილები შეიცვალა, ასფალტი დაიგო, რა თქმა უნდა ეს ეტაპობრივად მოხდა. მაგალითად: რუსთაველის, მუსხელიშვილის ქუჩებზე. მომავალი წლის ბიუჯეტით დაგეგმილია სამების ქუჩაზე ასფალტის დაგება. ვიმეორებ, ეს იქიდან გამომდინარე მოხდება, რომ ქუჩაზე წყლის მილების გამოცვლა მოხდა. გაზთან დაკავშირებით გეტყვით, რომ `სოკარმა“ აიღო ვალდებულება 2 წლის მანძილზე მთელს ქალაქში გაიყვანოს მილები“. რაც შეეხება ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიას, რომელიც დაბინძურებულია და ნაგავსაყრელადაა ქცეული, ამის შესახებ ლანჩხუთის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა დავით ჩიკაშუამ შემდეგი განაცხადა: `ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა ეკონომიკის სამინისტროსია და ის თვითონ განკარგავს ქონებას:Aან გაასხვისებს ან დემონტაჟს მოახდენს, ან შეიძლება რაიმე საწარმო შექმნას. იმ ტერიტორიაზე ნაგავს ისევ იქაური მაცხოვრებელი ყრის და ანტისანიტარიაც მათგან წარმოიქმნება. ამ ეტაპზე ჩვენ იქიდან გავიტანთYნაგავს. საერთოდ, ქალაქის ყველა ქუჩაზე დადის ნაგავის მანქანა, რომელიც ხელშეკრულების შესაბამისად, დასუფთავების საკითხს აწესრიგებს“. რაც შეეხება სამების ქუჩის გაზიფიცირების საკითხს, ამაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გამგებლის მოადგილის მსგავსი პასუხი გაგვცა. თუმცა პრობლემებით შეწუხებული მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ დროულად არ მოგვარდება საკითხები და ყურადღებას თუ არ მოგვაქცევენ, ქუჩას გადავკეტავთო. ნანა სანიკიძე
 
< წინა   შემდეგი >