”ჰო და არა”

  • Decrease font size
  • Default font size
  • Increase font size
  • default color
  • red color
  • green color

მთავარი სიახლე

მთავარი arrow მთავარი arrow ''გურიაში'' ფომენკოს იწვევენ
''გურიაში'' ფომენკოს იწვევენ PDF ბეჭდვა ელფოსტა
მონაწილეთა შეფასებები: / 13
სუსტისაუკეთესო 
22.08.10 წ.
 Image
რა სიურპრიზს უმზადებენ გამგებელი გია გოგუაძე და მაჟორიტარი გიორგი გოგუაძე ლანჩხუთელ ქომაგებს?
როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ჰოლანდიის `ვიტესის“ მფლობელი და დირექტორატის თავმჯდომარე გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჰოლანდიურ კლუბს უცხოელი მფლობელი ჰყავს. როგორც კლუბის საიტი იუწყება, ჟორდანიას მისვლით `ვიტესში“ ახალი ერა იწყება _ ქართველი სამ წელიწადში ჩემპიონობას გეგმავს. ჟორდანიას პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ საგრძნობლად გაზრდის ბიუჯეტს. `ვიტესის“ აწ უკვე ყოფილი მფლობელი მაასბერტ შოუტენი ამბობს, რომ ჟორდანიასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და მოხარულია მისი კლუბში მისვლით. თავად ჟორდანია კი ამბობს, რომ `კლუბს ჰყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები და მჯერა, ჩვენ შეგვიძლია სპორტული წარმატების მიღწევა. გარდა ამისა, `ვიტესი“ უძველესი პროფესიონალური კლუბია და გპირდებით წარმატებებს `ვიტესის“ სახლში, 25 000 მაყურებლის წინაშე. მე ვარ მფლობელი და არა მწვრთნელი ან გენერალური მენეჯერი. მე ვერ ჩავერევი ყოველდღიურ საქმიანობაში და ცვლილებებზე ვერაფერს გეტყვით. ჩემი მოვალეობაა მენეჯმენტის წარმართვა და გუნდში რესურსების (ფულის) მოზიდვა და რჩევების მიცემა, რათა მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს“. როგორც უკვე ვწერდით, ჟორდანიას უკან აბრამოვიჩი და მისი ფულები დგას, ჰოლანდიური კლუბის რეალურ მყიდველად აბრამოვიჩს ასახელებენ. მართალია, თავად ჟორდანია თურმე აბრამოვიჩთან ამ საკითხზე კავშირს უარყოფს, ჩვენ მეგობრები ვართ და არა ბიზნესპარტნიორებიო, მაგრამ ეს რომ ასე არაა, ამას ყველა ხვდება. მეტიც, გუშინდელ გაკეთებულ კომენტარში ჟორდანია, ფაქტობრივად, აღიარებს: `ჩემი ქსელი მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს დიდ საერთაშორისო კლუბებში“. `ჰო და არას“ ინფორმაციით, მერაბ ჟორდანია კლუბის 100%-იანი მფლობელი გახდა. მან პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ქართულ ფეხბურთსაც დაეხმარება. `მე ვარ მერაბ ჟორდანია, საქართველოდან“ _ განაცხადა მისალმებისას ახალმა პრეზიდენტმა. იმედია, ქართული ფეხბურთისადმი დახმარება ლანჩხუთის `გურიაზეც“ აისახება, ჟორდანიას არაერთხელ უთქვამს _ სადაც არ უნდა ვიყო, ყველაზე მეტად `გურიას“ ვუგულშემატკივრებო. `ჰო და არას“ ინფორმაციით, `გურიასთან“ დაკავშირებით საინტერესო სიახლეებია მოსალოდნელი. ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარს ყველა გაურბის და კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა რამდენიმე საინტერესო დეტალი _ გამგებელი გიორგი გოგუაძე მაჟორიტარ გია გოგუაძესთან ერთად კლუბისთვის სერიოზული სპონსორის ნახვას ცდილობენ და ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯებიც გადაუდგამთ. კულუარული ინფორმაციით, მაჟორიტარი საგანგებოდ უცხ-ოეთშიც იმყოფებოდა აღნიშნულ საკითხზე. დეტალები არ ვრცელდება, თუმცა გავრცელებული ხმების დონეზე საუბარი შესაძლოა იყოს სუფსის პორტზეც, რომელიც სამომავლოდ, ოფიციოზის ინფორმაციით, მხოლოდ ქონების გადასახადის სახით წელიწადში ლანჩხუთის ბიუჯეტში 10 მილიონს შეიტანს. ეს კიდევ არაფერი, `ჰო და არასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ გამგებელი გოგუაძე მო-ლაპარაკებას არც მეტი, არც ნაკლები `გურიის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ მიხეილ ფომენკოსთან აწარმოებს. გიორგი გოგუაძისგან ეს არც არის გასაკვირის, იგი საქართველოში ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა გამორჩეული გამგებელია, რომელიც საფეხბურთო კლუბს გვერდით უდგას _ `გურიის“ ექს-პრეზიდენტ გოგუაძის დამსახურებაა სწორედ დღეს `გურიის“ ასეთ დონეზე და მისი პერსპექტივების არსებობა. `ჰო და არა“ კომენტარისთვის გიორგი გოგუაძეს დაუკავშირდა: _ ბატონო გიორგი, ყველა საიდუმლოთ ინახავს და იქნებ თქვენ მაინც გვითხრათ _ `გურიასთან“ დაკავშირებით რა სიახლეებია? _ მამუკა, მაცალე ერთი კვირა და ყველაფერს გეტყვი. _ არც მინიშნებას გააკეთებთ? _ არა, ცუდად მაქვს დაცდილი. _ კიდევ ერთი ინფორმაცია მაქვს _ მიხეილ ფომენკოს კლუბში მოყვანა გქონიათ განსაზღვრული... _ ხომ გითხარით, ერთი კვირა გვინდა დრო ან შესაძლოა კვირის ბოლოსაც შეგვეძლოს თქმა. შენც ხომ ლანჩხუთელი ხარ და გინდა კარგად დამთავრდეს ყველაფერი? _ რა თქმა უნდა! _ ჰოდა, მოვიცადოთ ეს კვირა! რა გზა გვაქვს, უნდა მოვიცადოთ. იმედია, ჩვენი წერილი არ დათარსავს მართლაც საინტერესო და უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებს.
 
< წინა