”ჰო და არა”

  • Decrease font size
  • Default font size
  • Increase font size
  • default color
  • red color
  • green color

მთავარი სიახლე

მთავარი arrow მთავარი arrow ამერიკელი სტუმარი ''ჰო და არაში''
ამერიკელი სტუმარი ''ჰო და არაში'' PDF ბეჭდვა ელფოსტა
მონაწილეთა შეფასებები: / 1
სუსტისაუკეთესო 
17.07.10 წ.

Image

დღეს, საღამოს 6 საათზე, ''ჰო და არას'' ოფისში სტუმრად აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ 

Image

Image 

_ საელჩოს განათლების, კულტურის, პრესის და ინფორმაციის განყოფილების უფროსი სინტია უიტლსი, მისი თანაშემწე ინფორმაციის დარგში ნანა კიკნაძე და საგრანტო პროგრამების კოორდინატორი ნინო გაგუა. სტუმრებს გაზეთის გამომცემელმა და რედაქტორმა, ნონა გიგინეიშვილმა გააცნო ''ჰო და არას'' მუშაობის სპეციფიკა. სტუმრებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს გაზეთის გავრცელების ქსელის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო. მათ დაათვალიერეს ''ჰო და არას'' ახალი სტამბა, ასევე დაესწრნენ გაზეთის დღევანდელი ნომრის ბეჭდვას. ამერიკელმა სტუმარმა ქართველ კოლეგებთან ერთად უპასუხა ''ჰო და არას'' რედაქტორისა და ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს. დასასრულ ამერიკელმა სტუმარმა გაზეთის რედაქციას წარმატებები უსურვა და უახლოეს სემინარებზე მიგვიპატიჟა.
 
< წინა   შემდეგი >