”ჰო და არა”

  • Decrease font size
  • Default font size
  • Increase font size
  • default color
  • red color
  • green color

მთავარი სიახლე

მთავარი arrow მთავარი arrow გამგებელს 22ათასიანი ჯიპი უყიდეს
გამგებელს 22ათასიანი ჯიპი უყიდეს PDF ბეჭდვა ელფოსტა
მონაწილეთა შეფასებები: / 13
სუსტისაუკეთესო 
08.03.10 წ.

Image

‘’ჰო და არას’’ ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 22 000 ლარიანი ‘’მიცუბიშის’’ ვერცხლისფერი ჯიპი შეიძინა. ახალი ავტომობილი გამგებელ გიორგი გოგუაძეს მოემსახურება. ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ელის გამგებლის წინა ავტომობილს

_ სავარაუდოდ, ‘’ნივას’’ გაყიდიან. შესყიდვების გეგმაში ასევე არის 10 ათასი ლარი ავტომობილის შესაძენად, თუმცა გავარკვიეთ, რომ ამ თანხით საკრებულოს თა-ვმჯდომარისთვის  ახალ მანქანას არ ყიდულობენ _ უხერხულიც კი არის, საკრებულოს თავმჯდომარეს გამგებელზე 2-ჯერ იაფი ავტომობილი უყიდონ. როგორც გავარკვიეთ, გამგებლის ავტომობილისთვის განსაზღვრული 25 ათასი ლარიდან 22 000 გაიხარჯა. 

არადა, იყო დრო, ლანჩხუ-თის გამგებელს მომსახურე მანქანა არ ჰყავდა. მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტ-აბით ჩინოვნიკები ‘’ცე’’ კლასის და ბოლო მოდელის ‘’მერსედესებით’’ დასრიალებდნენ, ლევან გიორგაძე ფეხით დადიოდა. საქართველოს ის-ტორიაში, ალბათ, ის ერთა-დერთი მაღალჩინოსანი გახ-ლდათ, მანქანა რომ არ ემსახურებოდა. ეს ლანჩხუთის ბიუჯეტის ‘’დამსახურებაც’’ იყო. თუმცა, როცა სხვა რაიონების პირველკაცები 40-100 ათასიანი ‘’ჯიპებით’’ ‘’დაკატაობენ’’, უბრალოდ, პრესტიჟის საქმეა, რომ გამგებელი ფეხით არ უნდა ატარო. 

არადა, იყო დრო, როცა ლანჩხუთის გამგეობაში მანქანებს იცვლიდნენ (ხშირადო, ნამდვილად ვერ ვიტყ-ვით) და ‘’ჰო და არა’’ წლებია ანგარიშობს, რომ ლა-ნჩხუთელი ჩინოვნიკები (საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელი) დროის დიდ ნაწილს ‘’ლაი-ლაისა’’ (ორივენაირი მნიშვნელობით) და ‘’კატაობაში’’ ატარებ-დნენ. საწვავისა და სატელეფონო საუბრისთვის გამოყოფილი ხარჯების მარტივი გაანგარიშებით გამოდიოდა, რომ 8-საათიანი სამუშაო დღის 5 საათს პირველი პირი მანქანაში ატარებდა, 2 საათით კი მობილურით სარგებლობდა. ახლა ისეც არ იფიქროთ, რომ დღეს იგივე არ ხდება, თუმც ცოტა ‘’შეკრეჭილად’’.

თუმცა მაშინ მიზეზი სულ სხვა იყო, რომ გიორგაძე უმანქანოდ იყო _ მიხეილ სააკაშვილმა რეგიონებისა და რაიონების პირველ პირებს დაუცაცხანა, ნამეტანი ნუ მო-გივათ, თორემ არ დაგინ-დობთო. 80-ათასიანი ‘’პიპიების’’ მფლობელები (სახელმწიფო ხარჯებიდან რომ შეისყიდეს მანქანები) თანამდებობიდანაც გაუშვეს, ნაწილი კი ძვირადღირებული ჯიპების დროულად მოშორებას შეუდგა. გურია და გურული ჩინოვნიკები პრეზიდენტის რისხვას ასცდნენ, რადგან რეგიონში არსებული ფინანსები ‘’ცე’’ კლასის ‘’მერსედესების’’ ყიდვის საშ-უალებას ნამდვილად არ იძლეოდა. გურია რომ ქვეყან-აში ერთ-ერთი მაჩანჩალაა, ამას ბევრი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება, თორემ ხელისუფლებში ტყაპუჭებით მოსული ბიჭები ჯიპებიან ბიძებად ჯერ კიდევ როდის იქცნენ. ციტატა `ჰო და არას“ არქივიდან: `ხალხის ხელისუფლებას სულ სამი წელი ეყო, რომ სრულად აეთვისებინა შევარდნაძის მინისტრების მავნე ჩვევები. დროშაქნევია ბიჭები ძალიან მალე სუპერგარემონტებულ კაბინეტებში ‘’მოსხდნენ’’, ‘’ნავაროტკიანი’’ ჯიპებით დაქრიან და ქიშმიშიანი ფუნთუშებიდან შუა-აზიურ დელიკატესებზე გადა-ვიდნენ. მადა ჭამაში მოდისო და 4 მილიონის მიერ სიმ-წრით შევსებული ბიუჯეტი 50 კაცის კომფორტსა და სრულ სიამოვნებას ხმარდება. სააკაშვილმა საკუთარ ჩინოვნიკებს გაფრთხილება მისცა, თუმცა სოს-სიგნალი დიდი ხანია ხალხიდან მოდის და სხვათა შორის, მხოლოდ ჭე-კლასის ჩინოვნიკების დასჯას არ ითხოვენ’’.

მაშინ ყოფილი გამგებლის, რევაზ ჩიტიძის ავტომანქანა საკრებულოს თავმჯდომარე დავით პეტრიაშვილს ემსახურებოდა. მართალია, აღნიშ-ნული ‘’ოპელით’’ გიორგაძეც სარგებლობდა, მაგრამ, დაგვეთანხმებით, მუნიციპალიტეტის ორი მაღალჩინოსანი ერთი მანქანით ვერ ივლიდა. პრეზიდენტის რისხვის შემდეგ გურიაში ‘’ნავაროტკიანი’’ მანქანის ყიდვა ვერ გაბედეს, ამიტომაც გიორგაძეს ‘’ნივა’’ უყიდეს, რომელიც იმ დროს დაახლოებით, 7-8 ათას დოლარამდე ღირდა. სამაგიეროდ, მალე ავტომობილი დავით პეტრიაშვილსაც გამოუცვალეს _ მას 18 ათას ლარიანი ‘’ბმვ’’ უყიდეს.

მაშინ, ‘’ჰო და არა’’ წერდა კიდეც, რომ ცოტა თანხა დამატება და უკეთესი ავტომობილების ყიდვა ჯობდა. სავალდებულო არ იყო, ეს ყოფილიყო 100 ათასიანი ‘’პოლნი ნავაროჩენი’’ ავტომობილი (რაზეც მიშამ რისხვა დაატეხა ჩინოსნებს), მაგ-რამ ეყიდათ სადღაც 20-25 ათასიანი ავტომობილი. მაშინ ქართული ბაზრიდან რამდენიმე მანქანა შევარჩიეთ კიდეც და ფოტოებით დავბ-ეჭდეთ (‘’ტოიოტას’’ და ‘’დაიჰანცუს’’ ჯიპები _ 1998 წლის გამოშვება, 7 000 დოლარი; ‘’სუზუკი’’, 1998 წ., 8 000; სუზუკი, 2000 წ. 11 000; ‘’მერსედესი მლ’’ _ 2000 წ., 13100;  ‘’ფორდი’’ _ 1998 წ. 8 000). დღეს კი აშკარად გამოჩნდა, რომ მართლები ვიყავით _ ვინ იცის, რამდენი თანხა დაიხარჯა ‘’ნივისა’’ და ‘’ბმვ’’-ს შეკეთებასა თუ მარაგ ნაწილებში. ანუ ბიუჯეტმა მეტი იზარალა, ვიდრე თავის დროზე უკეთესი ავტომობილების შეძენისას დაიხარჯებოდა. მაგალითად, იგივე ‘’ბმვ’’-მ გასულ წელს ბახმაროში ასვლაც კი ვერ შეძლო და დოღზე მიმავალი პეტრიაშვილი გზაში დატოვა.

დღეს კარგად არის ცნობილი, რომ დავით პეტრიაშვილი არჩევნების შემდეგ ლანჩხუთის დატოვებას გეგმავს. სავარაუდოდ, შესყიდვების გეგმაში არსებულ 10 ათასს მისი შემცვლელისთვის შეინახავენ.

`ჰო და არამ’’ გამგეობის მიერ 22000-იანი ჯიპის შეძენის თაობაზე კომენტარი ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერ  წევრს, რომან ბიწაძეს თხოვა:

_ ბატონო რომან, გამგებელს ჯიპი რომ უყიდეს, რას იტყვით?

_ სიმართლე გითხრათ, ვერ ვერკვევი მანქანის მარკებსა და მოდელებში, რად-გან მთელი ცხოვრება ფეხით დავდივარ...

_ თუმცა კარგად ერკვევით ფინანსებში, 22 000 გადაიხადეს.

_ ამაში მე ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ! გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს ავტომობილი უნდა ემსახურებოდეს. თან, როგორც ვიცი, ‘’ნივა’’ თურქეთშია აწყობილი და მწყობრიდან გამოვიდა. მე სულ სხვა რამეს ვთვლი დარღვევად და დანაშაულად _ სამხარეო პოლიციის სამმართველოს შარშან რომ ავტომობილი უყიდეს...

_ ლანჩხუთის პოლიციას უყიდეს თუ გურიის სამხარეოს?

_ რეგიონის პოლიციას. მაშინ ბახმაროში ვიყავი, თანხა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი საუბარი იყო 67 000 ლარზე.

‘’ჰო და არა’’, როგორც ზემოთაც გითხარით,  წლების წინ წერდა, რომ რაიონის პირველ პირებს ნორმალური ავტომობილები უნდა ჰყოლოდათ, ხოლო რამდენად გამართლებულია წინასაარჩევნოდ ლანჩხუთისთვის (სადაც მოსახლეობას, ანუ იგივე ამომრჩეველს ეკონომიკურად ძალიან უჭირს) მაინც ხმაურიანი 22 000 ლარის ავტომობილში გადახდა, ეს მმართველი პარტიის საპ-იარო პრობლემაა.

მამუკა ქანთარია