| კახა ასკურავამ გიორგი გოგუაძეს `დაარ |
|
|
|
| 11.09.09 წ. | |
`ჰო და არა’ წერდა, რომ ლანჩხუთის გამგებელს გიორგი გოგუაძეს ჰქონდა წინადადება, წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურის 20% ბიუჯეტიდან დაეფარათ. ეს წინადადება საკრებულოს სესიაზეც გაჟღერდა და დავით პეტრიაშვილიც მხარს უჭერდა. თუმცა `ჰო და არას’ ექსკლუზიურად აცნობეს, რომ ეს წინადადება ჩაიშალა
კერძოდ, წინააღმდეგი წავიდა გურიის სამხარეო ადმინისტრაცია. ამის მიზეზი ის ყოფილა, რომ ლანჩხუთის მაღალჩინოსნების მისასალმებელი იდეა `ზემოთ’ არ იყო შეთანხმებული და ეს `პიარად’ ჩაუთვალეს. კარგი საქმის გაპიარება საძრახი სულაც არ არის, მაგრამ `ლანჩხუთის ნოვაციას’ სხვა რაიონებიც გაიგებდნენ და ხელისუფლებას აშკარად პრობლემები შეექმნებოდა. ლოგიკურად, თუ სახელმწიფო ყველგან დააფინანსებს 20%-ს, ამას გამგეობა-საკრებულოებს არ გააპიარებინებს. როგორც გვითხრეს, საკმაოდ `მსუყე’ არგუმენტი დადეს იდეის მოწინააღმდეგეებმა _ როცა ლანჩხუთში ამდენი გაჭირვებულია, სტუდენტების გადასახადზე არ უნდა ფიქრობდნენო. `ჰო და არას’ ინფორმაციით, სწავლის საფასურის 20%-ის დაფინანსება ადგილობრივი ხელისუფლების კეთილი ნება კი იყო, თუმცა რაკი ეს არაა ექსკლუზიური უფლება-მოვალეობა, ამიტომ ჯერ გადაწყვეტილი არაა, რა სახით მოხდება და საერთოდ, მოხდება თუ არა ამ თანხის გაცემა. `შესაძლებელია, ეს იყოს გრანტი, რომელიც ჩაერიცხება ყველა უმაღლეს სასწავლებელს თავის ანგარიშზე. ყოველივე ეს აუცილებლად განიხილება და ალბათ, ერთ თვეში ყველაფერი გვეცოდინება. ყოველ შემთხვევაში, დანაპირების ასრულებას შევძლებთ’ _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში ლანჩხუთის გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ. `ჰო და არას’ გურიის გუბერნატორის მოადგილე კახა ასკურავა ესაუბრა: _ კახა, ლანჩხუთის გამგეობა-საკრებულო სტუდენტებისთვის გადასახადის 20%-ის დაფინანსებას გეგმავდა, რაც არ მოუწონეთ, დღეს კი საუბარია გრანტის სახით ჩარიცხვაზე... _ ეგ ვინ გითხრათ? _ გვაქვს გამგებლის კომენტარი, სადაც ეს პოზიციაა. _ როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვეთ, არ დავეთანხმეთ და მოტივიც გაგვაჩნდა. _ მაგალითად? _ ჯერ ერთი, განათლების სამინისტრო ძალიან სერიოზულ თანხას ხარჯავს სტუდენტთა დაფინანსების კუთხით. ამასთან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს იმის ფუფუნება არ აქვს, მსგავსი პროექტები დააფინანსოს, როცა გამგეობა-საკრებულოს უამრავი განცხადება აქვს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ოპერაციის დაფინანსებისა და პირველი კატეგორიის სტიქიით დაზარებული მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. როცა მუნიციპალიტეტს, არ აქვს მნიშვნელობა, ლანჩხუთის, ოზურგეთისა თუ ჩოხატაურის, ჭარბი შემოსავალი უჩნდება, მსგავსი პროექტების დაფინანსებას, იმ სოციალური ფონიდან გამომდინარე, რაც რეგიონში და ლანჩხუთში არის, რა თქმა უნდა, სწორედ სოციალური ფონის გაუმჯობესების პრიორიტეტი ჯობს. როცა მსგავს გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლება იღებს, უნდა გაითვალისწინოს ზემოჩამოთვლილი პრობლემები და თუ ეს მოგვარებულია, სხვა პროექტების დაფინანსების ფუფუნება შემდეგ გვაქვს. მე არ ვარ მკაცრად მემარცხენე იდეალებით შეპყრობილი სახელმწიფო მოხელე, მაგრამ ვაღიარებთ, რომ უამრავი კარგი საქმის მიუხედავად, არის ბევრი პრობლემაც და ნებისმიერი ჩინოსანი ვალდებული ვართ მძიმე სოციალური ფონის გამოსასწორებლად დღედაღამ ვიფიქროთ და ვიზრუნოთ. _ თუმცა ეს განცხადება თქვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს, შავ პიარზე რატომ მიდიხართ? _ ჩვენ პიარზე არ ვართ ორიენტირებულები (?! _ რედ.). ჩვენ არსებული და რეალური პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ. _ კახა, ეს განცხადება ამას გარდა, მიანიშნებს მინიმუმ სამხარეო ადმინისტრაციისა და გამგეობა-საკრებულოს დაპირისპირებაზე. _ არანაირად არ ნიშნავს! _ არც `თითის დაქნევას’ ნიშნავს, თანაც არაკორექტულად? _ არანაირად, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ზოგჯერ გვექნება მსგავსი შეუთანხმებლობა, რომელიც შეჯერდება. თუ არ შეჯერდება, არც ეს არის პრობლემა. _ რატომ? _ ვინც საერთო თამაშის წესებს არ დაიცავს, თამაშის წესებს მიღმა აღმოჩნდება. მამუკა ქანთარია |
| < წინა |
|---|
| მთავარი |
| სარედაქციო |
| პოლიტიკა |
| ეკონომიკა |
| სამართალი |
| საზოგადოება |
| სპორტი |
| კულტურა |
| ნომრები სრულად |
| ფორუმი |